„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა კიდევ ერთ პირს, თათია აფრიამაშვილს შეეფარდა
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ
ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
31 მაისის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ნიკა მელია
თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის

29.05.2025 ნახვები: 215

უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ აახენში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიღებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ ახლა „ისტორია მოგვიწოდებს“, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც "ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა".

“დამოუკიდებელი ევროპისთვის მესამე იმპერატივია ჩვენი კონტინენტის შემდგომ, ისტორიულ ხელახლა გაერთიანებაზე მუშაობა. ევროპის ქვეყნების მისალმება, რომელთაც ჩვენს კავშირში გაწევრიანებაზე თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. ეს არა მხოლოდ მორალური საჭიროებაა ევროპისთვის, ეს წინაპირობაა უფრო ძლიერი ევროპისთვის - სახლში და გეოპოლიტიკურად მსოფლიოში.

უფრო დიდი, ხელახლა გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. დაგვეხმარება ჩვენი დამოკიდებულობების შემცირებაში. ის უზრუნველყოფს, რომ დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა გაძლიერდება ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა მოგვიწოდებს, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა.

უკრაინაში ყოველ დღე ვხედავთ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ვნახეთ მსხვერპლი, რომელსაც ხალხი იღებს ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ასე რომ კი, ეს ისტორიული მომენტია. და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის. ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ. უკრაინისთვის. დასავლეთ ბალკანეთისთვის. მოლდოვისთვის. იმედია, საქართველოსთვის. ყველა მათთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჩვენს კავშირში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის. უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის,” - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა