"პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა კიდევ ერთ პირს, თათია აფრიამაშვილს შეეფარდა
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ
ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
31 მაისის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ნიკა მელია

მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ნიკა მელია

30.05.2025 ნახვები: 243

მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზში განაცხადა.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა დეტალურად მოყვა, თუ როგოორ მოათავსეს დაბურულმინებიან ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა, წაართვეს ტელეფონი და ცდილობდნენ კოდის მოხსნას.  თქვა ასევე ისიც, როგორ უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ "ხელმძღვანელობას".

  • კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, რომელიც გუშინ ადმინისტრაციული წესეით დააკავეს, წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ასამართლებენ. მას აღნიშნულ საქმეზე 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივდიოდი, მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება. პატრულმა გაგვაჩერა, რომელიც იყო ანერვიულებული, მართვის მოწმობა მოითხოვეს, ცხადი იყო ის რომ ყველაფერი აინტერესებდა, მართვის კოწმობის ვარდა, ამ დროს რაციაში ხმა გაისმა, ობიექტი თუ იჯდა მანქანაში, გასაგები იყო რაც ხდებოდა. 11 ადამიანი იყო სამარშრუტო ფურგონში ვინც გამიტაცა, არანაირი ნიშანი, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, არ ჰქოდნათ. 
აგრესიული ძალის გამოყენებით წამიყვანეს, ჩამტენეს მანქანაში, ძალის გამოყენებით მობილური წამართვეს, მერე კოდის გახსნას ცდილობდნენ რომ სახეზე მოედოთ, ბნელ ფურგონში ეს ვერ მოხერხდა. საგანგებოდ ფარდებით იყო ეს ფურგონი, არაფერი ჩანდა. არავინ არ ვიცით, რატომ მოხდა ეს. ალბათ თქვენ იცით, ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავი მოიკალით და დღეს ჩანიშნეთ სასამართლო. გუშინ 12 საათზე მქონდა გირაოს გადახდის ვადა და 9 საათზე გამიტაცეს... ამას გიყვებით და კითხვა არ გიჩნდებათ, რატომ გამიტაცეს, მეკითხებით გადავიხდი თუ არა გირასოდ ა ის არ გაინტერესებთ როგორ გამიტაცეს.

ჩემს მანქანაზე და კიდევ ერთზე იყო ვიდეოჩამწერები, 4 ჯამში, რომელიც იღებდა ჩემი გატაცების მომენში და ოთხივე არის დაზიანებული და გატეხილი, იმიტომ რომ არ გენახათ თქვენ, მაინც არ იმოქმედებდა თქვენზე, მაგრამ მაინც. ეს არის რეალობა ის რა მოხდა და თქვენ ახლა უნდა დაადგინოთ ტყუილი და მართალი. კითხვები არ გაქვთ? ნუ გწყინთ, რომ ვერც მოსამართლეს გიწოდებთ და ვერც ბატონოს დაგიძახებთ. ასობით ადამიანი ნაწამები მოჰყავდათ თქვენთან და თვენს კოლეგებთან და იმათ არ ეკითხებოდით, ვინ აწამა, ისე უსჯიდით პატიმრობას. 

მარშუტკაში ჩასმის მერე მობილური არ გამოურთიათ, ვიდეობს იღებდნენ და სიამაყით უგზავნიდნენ ხელმძღვანელობას. 

გირაოს გადახადა არ გადახდას რომ მეკითხებით, მე რაც ახლა მოგიყევით, ეს არ არის თქვენთვის საინტერსო, თქვენმა ახლობლებმა სახლში იციან, რომ მოსამართლე ხართ და არ გაგიჩნდათ კითხვა ჩემი მონაყოლის მერე, რა მოხდა? - განაცხადა ნიკა მელიამ.

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა