"პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა კიდევ ერთ პირს, თათია აფრიამაშვილს შეეფარდა
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ
ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
31 მაისის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ნიკა მელია

თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

30.05.2025 ნახვები: 248

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული თორნიკე სხვიტარიძე სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო, ამავე საქმეზე ბრალდებულ ანი ქავთარაძეს 5000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. აღნიშნულით სასამართლომ შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

შსს-ს ანი ქავთარაძის მიმართ ჯარიმის, ხოლო თორნიკე სხვიტარიძის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ჰქონდა.

ადვოკატები საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდნენ და ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას ითხოვდნენ.

თორნიკე სხვიტარიძეს და ანი ქავთარაძეს ედავებიან იმას, რომ მათ მირიან ქავთარაძეს მიმართეს შემდეგი სიტყვებით: „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა