„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა კიდევ ერთ პირს, თათია აფრიამაშვილს შეეფარდა
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ
ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
31 მაისის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ნიკა მელია
თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი - ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოს მიაწოდა, სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

29.05.2025 ნახვები: 233

გიორგი ბაჩიაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გადმოაფრინეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და დაასახელა თვითმფრინავის მოდელიც - ის აცხადებს, რომ მას [წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ] აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერი ესაქმებოდა და არც ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებისა და საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„დღეს გიორგიმ გააკეთა იმგვარი განცხადება, რაც შეიცავს სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მან თავად მოსთხოვა მოსამართლეს, რომ მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევაში, როცა მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება. ამას გარდა, ცხადია, ფაქტიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დეტალურად.

რაც შეეხება სუს-ის პოზიციას, ის უნდა დააზუსტოთ სუს-ის წარმომდგენლებთან, თუმცა დღეს ჩემთან ერთად თქვენც მოისმინეთ, რომ ბაჩიაშვილიც აცხადებს, მას აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერი ესაქმებოდა და არც ყოფილა. მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გადმოაფრინეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და დაასახელა თვითმფრინავის მოდელიც. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტი მარტივად გადამოწმებადია, თუნდაც შესაბამისი ელექტრონული ბაზების მეშვეობით. როცა თვითმფრინავი ახორციელებს ფრენას, შესაბამის რადარებზე ხდება ამ ფრენების რეგისტრაცია.

ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოს მიაწოდა, არის გამოძიების დაწყების საფუძველი. მტკიცებულების მოპოვება არათუ კომპეტენციაა, ვალდებულებაა გამოძიების. სანამ გამოძიება არ დაიწყება, მხარეს არ წარმოადგენს ბაჩიაშვილი იმ კონკრეტულ საქმეზე. სანამ ვინმეს მიმართ დევნა არ იწყება, დაცვის მხარეს პროცესუალური უფლებები არ გააჩნია. ვერც ამოღებას, ვერც გამოთხოვას, სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით ვერ გავაკეთებთ“,- განაცხადა მახარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა