„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა კიდევ ერთ პირს, თათია აფრიამაშვილს შეეფარდა
მზის ენერგია გონივრული მომავლისთვის — შპს ჯგუფი 2805, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
დავით ჯანდიერი - ბაჩიაშვილის ტრანსპორტირება „აირზენას“ მეშვეობით მოხდა, ბორტზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ იყვნენ ბორტგამცილებლები - პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ
ჯო უილსონი - მიხარია, რომ ჩემი მეგობარი სტივ დეინსი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა
სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
31 მაისის დილამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
მოხდა ჩემი გატაცება და არა დაკავება - ნიკა მელია
თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა, ანი ქავთარაძეს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

მიხეილ სააკაშვილი - გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას - ჩვენ საუკეთესოებს ვაწინაურებდით

29.05.2025 ნახვები: 289

გუშინ რომ დანიშნეს შს ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს - ესაა განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის, ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმითვე, „უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“.

„გუშინ რომ დანიშნეს შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრად, „ნაციონალების“ დროს ეს ტიპი ვერ ასცდა ჩვეულებრივი გამომძიებლის თანამდებობას და ამათ მინისტრად დააწინაურეს. ეს არის განსხვავება იმ სისტემას შორის ჩემ დროს და დღევანდელ რეჟიმს შორის. ჩვენ ვაწინაურებდით საუკეთესოებს, საუკეთესოები მიდიოდნენ წინ და მთელს მსოფლიოში არიან მოდებულები. ძალიან ბევრი თაობის კონსულტანტები არიან, ბიზნეს კონსულტანტები არიან და ამ ხალხს მართლა აქვს გასავალი იმიტომ, რომ ჩვენი პერიოდის ყველაზე საამაყო ავტორები იყვნენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ბრძოლა გავშალოთ, გავაძლიეროთ. მე ტყუილად არ ჩამოვსულვარ, ტყუილად არ გადავდე თავი. ხომ ხედავთ, მეგობრებო, ყველაფერი რაზეც მე გაფრთხილებდით, ყველაფერი, რისიც მეშინოდა, ყველაფერი, რაზეც ხმამაღლა, გავყვიროდი მთელი ეს წლები, თავიდან ბოლომდე მართალი, სიმართლე აღმოჩნდა. უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა სიძნელისა, ეს რეჟიმი პრაქტიკულად, დასრულებულია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუშინ თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინვე წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა