ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
სალომე ზურაბიშვილი - მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა - მათი შეჩერების დროა
ნიკა მელია დააკავეს
დავით ჯანდიერი - გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის
გრიგორი კარასინი - მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
გიორგი ბაჩიაშვილი - ამ საქმეებზე, ადრე თუ გვიან, ყველას მოეთხოვება - თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება

BILD - გერმანია უკრაინას 2 500 კმ-მდე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების წარმოებაში დაეხმარება

28.05.2025 ნახვები: 237

გერმანიის მთავრობა უკრაინის სამხედრო ინდუსტრიისთვის მილიონობით ევროს გამოყოფას გეგმავს 2 500 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების დამოუკიდებელი შემუშავებისა და მასობრივი წარმოებისთვის, - ინფორმაციას BILD-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, კიევი ამჟამად ასეთ რაკეტებზე კვლევას ატარებს და უკვე გამოიყენა რამდენიმე მათგანი რუსეთის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზიდან 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე, დარტყმების მიზნით.

BILD-ის ცნობით, პრობლემა ის არის, რომ უკრაინაში იარაღის ქარხნები რუსული თავდასხმების მთავარ სამიზნეებს შორისაა, ამიტომ, გერმანია Iris-T-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, ოთხშაბათს მერცსა და ზელენსკის შორის შეხვედრაზე გამოცხადდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა