თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ტვ პირველი - ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მივა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძემდე
რადიო თავისუფლების საგამოძიებო რეპორტაჟი - ბაზრის დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში ქათმის ხორცია აღმოჩენილი
ქეთევან თურაზაშვილი - ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა
2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება - ვენეცია დაემატება
ზვიად რატიანი - ჩემი ერთ - ერთი მთავარი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები, ის ძალადობა, რაც მათ მიმართ მოხდა
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ნიკა მელია დააკავეს

29.05.2025 ნახვები: 283

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობებით, მისი დაკავება ლისის ტბის ასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ და დეტალებს არკვევენ.

"ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, გადაცემის სახელია "ორ ცეცხლს შუა". ფაქტობრივად ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, ის იმყოფებოდა მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს. მეუბნებიან, რომ 100-მდე იყვნენ. ტელეფონები წაართვეს ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს. მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს", -აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის უფროსი მირანდა ბაღათურია.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომაზე არც ნიკა მელია და არც ბრალდების მხარე არ გამოცხადდა, მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მაისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღეს თავად მელიამ განაცხადა, რომ ხვალინდელ პროცესზე მისვლას არ აპირებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდას არ აპირებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა