ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
სალომე ზურაბიშვილი - მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა - მათი შეჩერების დროა
ნიკა მელია დააკავეს
დავით ჯანდიერი - გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის
გრიგორი კარასინი - მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
გიორგი ბაჩიაშვილი - ამ საქმეებზე, ადრე თუ გვიან, ყველას მოეთხოვება - თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება

Reuters - ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება

28.05.2025 ნახვები: 255

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, დასავლეთის მთავარმა ძალებმა წერილობითი პირობა დადონ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს.

“პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.

ამასთან, წყაროების განცხადებით, კრემლს სურს, რომ „უკრაინა ნეიტრალური იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოიხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხი მოგვარდეს და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იყოს“.

„თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ საკუთარი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის სამხედრო გამარჯვებებით შეეცდება უკრაინელებსა და ევროპელებს აჩვენოს, რომ ხვალინდელი მშვიდობა კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“, - აღნიშნა რუსმა მაღალჩინოსანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა