ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
სალომე ზურაბიშვილი - მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა - მათი შეჩერების დროა
ნიკა მელია დააკავეს
დავით ჯანდიერი - გიორგი ბაჩიაშვილი სპეცრეისით ჩამოიყვანეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის
გრიგორი კარასინი - მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ
თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება
გიორგი ბაჩიაშვილი - ამ საქმეებზე, ადრე თუ გვიან, ყველას მოეთხოვება - თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება

გიორგი ვაშაძე: მერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე

28.05.2025 ნახვები: 267

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს, - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი განუცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მეტ სანქციასა და სიღარიბეს გამოიწვევს.

„ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა, ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და რომ ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში.

ივანიშვილმა ამ შანსზე უარი თქვა.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს: მეტ სანქციებს, მეტ იზოლაციას, მეტ სიღარიბეს, უფრო მეტი ქართველის იძულებას, რომ ქვეყანა დატოვოს.

ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი. როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი უთხრა. საელჩოს ინფორმაციით, ელჩს, ბიძინა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა გადაეცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა