დონალდ ტრამპი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის
ბრიტანეთის საელჩო - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას
ზვიად ცეცხლაძის მამა - ბრალდებულები სახლში არიან გასაშვები, არაფერი უმტკიცდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეფერხებულია
თინა ბოკუჩავა 26 მაისზე - ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი"

ზვიად ცეცხლაძის მამა - ბრალდებულები სახლში არიან გასაშვები, არაფერი უმტკიცდებათ

23.05.2025 ნახვები: 258

ბრალდებულები ცალსახად სახლში არიან გასაშვები, რადგან არაფერი უმტკიცდებათ, არაფერი უდგინდებათ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კარგი მოლოდინები არ აქვს.

„ნორმალური სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა სასამართლოც გვაქვს. შესაბამისად კარგი მოლოდინები არ გვაქვს“, - განაცხადა ცეცხლაძემ.

რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ აქციას, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ღონისძიებაზე ის და სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც აუცილებლად იქნებიან.

„26 მაისის ღონისძიებაზე აუცილებლად ვიქნები. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც მოვლენ და ერთად ჩავატარებთ ამ ღონისძიებას. საპროტესტო ღონისძიების სახე აღარ აქვს. პრეზიდენტის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ უფრო საზეიმო ხასიათი მისცა, ყველამ უნდა ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად ჩვენც ვუერთდებით“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა