კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
სალომე სამადაშვილი: ყველამ ერთად ვიხილეთ ისტორიული შეთანხმება, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ისტორიული შანსი დაუკარგა საქართველოს
სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს - თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება
აზერბაიჯანმა და სომხეთმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მზია ამაღლობელის საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას
კინო გზაზე - თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეფერხებულია

23.05.2025 ნახვები: 348

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა ეხება, როგორც პირად ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ფერხდება გადაადგილება გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის შესახვევში, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებზე. ასევე, დატვირთულია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას ისარგებლონ ალტერნატიული გზებით.

აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, 20:00 საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, გია ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთი. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და ჭანტურიას ქუჩამდე.

24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის განმავლობაში, გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ასევე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე.

ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა