დონალდ ტრამპი ივნისიდან ევროკავშირის წინააღმდეგ 50%-იანი ტარიფების დაწესების წინადადებით გამოდის
ბრიტანეთის საელჩო - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას
ზვიად ცეცხლაძის მამა - ბრალდებულები სახლში არიან გასაშვები, არაფერი უმტკიცდებათ
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა შეფერხებულია
თინა ბოკუჩავა 26 მაისზე - ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი"

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი"

23.05.2025 ნახვები: 218

„FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“, "დასანქცირდეს თვითმარქვია მიხეილ ყაველაშვილი", - ამ წარწერებით ფურცლები სასამართლო პროცესზე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს აქვთ მოტანილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს და ჩვენებას დაზარალებული პოლიციელი გრიგოლ ჭანტურიძე აძლევს.

მისი ჩვენების მიხედვით, საპროტესტო აქციაზე, რომელიც თავიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი ვითარება დაიძაბა, აქციის მოანწილეების მიერ ნასროლი ქვა სახის არეში მოხვდა და მიიღო დაზიანება. ჭანტურიძის თქმით, მას ერთი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი გასაკეთებელი აქვს.

სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დღეს საერთო ჯამში 4 მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა