გივი თარგამაძე - რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებებისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ზომების გატარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სალომე ზურაბიშვილი - მოვიდეთ გონს - წინააღმდეგობის პლატფორმა გაცოცხლდეს და ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, გვჭირდება პროგრამა და გვაქვს - „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება
სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი - დარწმუნებული ვარ, არ ჩატარდება
ევროპარლამენტის რეზოლუცია - SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, „რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა“
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძეს მივმართავ - ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან

გია ვოლსკი - კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი

13.08.2024 ნახვები: 452

კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი, აი, ამ აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოსთვის მარტივი ასარჩევია, სად არის სიყალბე და სად - სიმართლე.

„საოცრებები პოლიტიკურ ველზე ბევრი ვიხილეთ და მათ შორის, კონკურსი რომ ჩატარდეს, ალბათ, ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება იქნება მოწინავეთა შორის, თუ არა ჩემპიონი, აი, ამ აბსურდულ ვითარებათა აღწერის დროს. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მარტო კი არ ლანძღავდნენ გარკვეული პოლიტიკური ნიშნით ან დაპირისპირების გამო სხვადასხვა პროგრამულ საკითხზე, პირდაპირ ბრალს სდებდნენ ერთმანეთს. მათ შორის, ალეკო ელისაშვილი ბრალს სდებდა იმასთან დაკავშირებით, რომ “თიბისი” ბანკის ხელმძღვანელობის პირობებში, მამუკა ხაზარაძე იყო ჩართული დანაშაულებრივ ქმედებებში და ხალხს „ნაცმოძრაობასთან” ერთად ძარცვავდა. ეს ინფორმაცია საკმაოდ მყარად არის საზოგადოებაში და ბევრი იძახის, რომ ქონების გადაფორმება სწორედ „თიბისი” ბანკით ხდებოდა და ამ თემაზე ალეკო ელისაშვილი ყოველთვის იყო ხისტი და პრინციპული.

ასე, რომ საქართველოს ძალიან მარტივად აქვს ასარჩევი სად არის სიყალბე, სად არის სიმართლე და რას უქადის ასეთი გაერთიანება მის მომავალს და საზოგადოებას. ეს არჩევნების დროს აშკარად გამოჩნდება, მაგრამ თვითონ სიყალბე და უტიფრობა, აი, ამ ურთიერთობის გამაოგნებელია”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა