პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო
ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს
გარემოს ეროვნული სააგენტო - 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს
ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
სებ - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა, იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

ხვიჩა კვარაცხელია - მომავალს იმედით ვუყურებ, მე მიყვარს ნეაპოლი

05.06.2023 ნახვები: 563

ნაპოლიმ“ მესამე სკუდეტო მოიგო და ჩემპიონებს თასი „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სამპდორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ გადაეცათ. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჯილდოსა და განვლილ სეზონზე ისაუბრა, გუნდს კი მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, „ნაპოლის“ მთელ პერსონალს, მათ გარეშე ვერასოდეს მოვიპოვებდი სკუდეტოს და წლის MVP-ს ტიტულს. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა.

სეზონის საუკეთესო ეპიზოდი? როდესაც ჩვენ მოვიგეთ „უდინეზესთან“ და სკუდეტო გავინაღდეთ, ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო. თანაც ჩემპიონები ნეაპოლში ჩემს პირველივე სეზონში გავხდით. ამ წარმატებას გულშემატკივრები 33 წელი ელოდნენ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი შემდგომი წარმატებისკენ.

ვამაყობ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც საქართველოდან ჩემ გამო ჩამოდიან, მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ისინი მხოლოდ ჩემ გამო არ მოდიან, არამედ „ნაპოლის“ საგულშემატკივროდ. მათ არა მარტო მე შემიყვარეს, არამედ შეუყვარდათ ნეაპოლიც. ეს ხალხია ჩემი მოტივაციაა. მთელ სეზონი ასეთ დიდ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ.

მე ვარ ლიდერი? ვფიქრობ, რომ ამ გუნდში ბევრი ლიდერია, ოსიმენი, დი ლორენცო… ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო მოედანზე. არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო.

შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა