მთავარეპისკოპოსი ზენონი - კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ შინაარსი და ფორმულირება ქმნის სტიგმატიზირების საფრთხეს
სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ლაზარე გრიგორიადისი - მადლობა პრეზიდენტს - ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით!
ლაზარე გრიგორიადისი - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ
ირაკლი ქადაგიშვილი - ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადება ჩემთვის გზავნილია, დეპუტატო, ხალხმა აგირჩია დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრად, მაგრამ გარედან დიქტატს დაემორჩილეო
იაგო ხვიჩია - „ქოცებს“ ისეთი რესურსი აქვთ, რომ შეიძლება, მათთან ყველა შეკრული იყოს ჩვენნაირი წმინდანების გარდა
შსს - რუსთაველზე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს
ბერდია სიჭინავა - რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო კორუფციული ინტერესები აქვთ

ბერდია კალანდია

05.23.2023 | 11:13 ნახვები: 1181

სახელი, გვარი - ბერდია კალანდია

დაბადების წელი - 1976 წელი

მედიასაშუალება - თაიმერი”

პოზიცია - დირექტორი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავიათ -

აფხაზეთის რადიო; საქართველოს რადიოს პირველი არხი; სააგენტო „გეა“; აფხაზეთის ტელევიზია; გაზეთი „მეოთხე“, “თაიმერი”.

- თქვენი პირველი დღე მედიაში?

- გაურკვევლობა და ემოციები, რომელსაც სახელს ვერ დავარქმევ.

- თქვენი პირველი მასალა?

- იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა აფხაზეთის ომზე (სასტუმრო ივერია)

-არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება?

- დიახ!

- რა არის საზოგადოების დაკვეთა?

- ევოლუცია, მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური სიძლიერე, ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს, როგორც ალიანსის წევრი ქვეყანის ხილვა.

- ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად?

- ლევან ბერძენიშვილს.

- რომელი ექსკლუზივი გახსოვთ დღემდე?

- ე.წ “ნარუვშილოვკა”.

- რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში?

- გალის მაისის მოვლენები. 

- რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ?

- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. შვილების დაბადების თარიღები.

- რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი?

- თუ ჩემს პრინცის ეწინააღმდეგება კომპრომისზე არასოდეს მივდივარ.

- რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი?

– იყო მართალი! როცა მართალი ხარ, თავისთავად პირველიც იქნები.

- ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ?

- ბიძინა ივანიშვილი.

- რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი?

- შევარდნაძის ხელისუფლება.

- მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“, თუ რესპონდენტი?

– რესპონდენტი.

- ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასდროს ითანამშრომლებთ?

- ვლადიმერ პუტინი.

- რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით?

– როდესაც გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარე.

- რაზე გწყდებათ გული?

- ახლობლების და მეგობრების დაკარგვაზე.

- რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასდროს?

– პირადი ცხოვრების მასალებს.

- რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“?

– შევარდნაძის ეპოქა, თუ შეიძლება მას “ოქროს ხანა” ეწოდოს.

- რისი გეშინიათ?

– ავადმყოფობის.

-„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს?

– დაინგრა.

- რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი?

– ნეგატივი.

- როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი?

- საშუალო.

- ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ?

- ნატო ონიანი.

- რა არის ჭარბად ქართულ მედიაში?

– აგრესია.

- რა აკლია ქართულ მედიას?

– განათლება.

- რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ?

- ტვ პირველი.

- რადიო, რომელსაც უსმენთ:

- საქართველოს რადიოს პირველი არხი.

- გაზეთი, რომელსაც კითხულობთ:

- “ქრონიკა+”, „რეზონანსი“.

- რჩეული ონალინ გამოცემა

- „თაიმერი“. 

- რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას?

- ხელისუფლების შიში, რათა ბიზნესი არ „მოუკლან“.

- რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა?

- სრული დატვირთვით, რაც აფერხებს ქვეყნის და საზოგადოების განვითარებას.

- რა გაღიზიანებთ?

- უსამართლობა, უმადურობა.

- რა გახარებთ?

- სიკეთე.

- როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება?

- რა თქმა უნდა, ჯანსაღი! საჭიროდ მივიჩნევ მათთან ურთიერობას, რადგან ეს წინსვლისთვის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

- რას არ პატიობთ კოლეგას?

– უტიფრობას.

- კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ?

- რატომ ავირჩიე ჟურნალისტის პროფესია?!

- რას ნანობთ?

- განათლება ევროპაში, რომ არ მივიღე.

- რითი ხართ კმაყოფილი?

- ცხოვრებით.

- რა არის მთავარი - სიმართლე, თუ სამართლიანობა?

– სამართლიანობა.

- იაზრებენ, თუ არა მედიაწარმომადგნლები თავიანთ როლს სოციუმში?

- თუ ზოგიერთი მათგანის საქმიანობას გავითვალისწინებთ, ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულადაც კი.

- რატომ აღარ გვენდობა ხალხი?

- იმიტომ, რომ ვმუშაობთ სარედაქციო პოლიტიკით და არა ხალხისთვის.

- არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს?

- არა!

- მედია ჟურნალისტიკაა, ბიზნესი, თუ სკანდალისტიკა?

- ჟურნალისტიკაა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მედია - სკანდალისტიკაა.

- რა არის მედიასტანდარტი?

- მედიასტანდარტი ობიექტურობაა, თუმცა, დღეს ქართულ მედიაში სტანდარტები არ არსებობს და თუ არსებობს მცირე დოზით!

 - რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი?

- იმიტომ, რომ მედია პოლიტიზირებულია!

- შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს?

- შალვა რამიშვილი.

- რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს?

- სარგებლისთვის იჭერენ თადარიგს.

- ვინ არის ქართული მედია მეტრი?

- ასეთი არავინ არსებობს.

 - რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“?

- მედია ფინანსურ მარწუხებშია, სწორედ, ამ ფაქტორმა განაპირობა “დედებისა და მამების” არსებობა მედიაში.

 - რეიტინგი, თუ აკადემიური ჟურნალსტიკა?

- აკადემიური ჟურნალისტიკა, რომელსაც მკითხველი, მსმენელი და მაყურებელი არ ჰყავს.

- რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა?

- ყველაფერი არ უნდა იკადრო.

- რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა?

- რამდენს გადამიხდი?!

- არსებობს, თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა?

- სამწუხაროდ, არსებობს და სადაც არსებობს იქ, ჟურნალისტიკა აღარ არის.

- რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. “ბადე” ერთმანეთს?

- იმიტომ, რომ მედიას პოლიტიკა მართავს.

- რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირება თუ პროპაგანდა?

- ინფორმირება, მაგრამ დღევანდელი მედიის არსებობის მთავარი ლაიტმოტივი პროპაგანდაა.

- არსებობს, თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება?

- მცირე დოზით, მაგრამ არსებობს. როცა ჟურნალისტი ფაქტებს დაუმახინჯებლად აწვდის საზოგადოებას, ეს უკვე ობიექტური ჟურნალისტიკაა.

- აქვს, თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით?

- უფლება აქვს, საშუალება - არა!

 

- უნდა არსებობდეს, თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი?

- რა თქმა უნდა!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა