საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებს კამერებით არ უშვებენ, შეზღუდეს ეზოში ტელეფონებით გადაღებაც

30.06.2025 ნახვები: 435

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებს კამერებით არ უშვებენ, შეზღუდეს ეზოში ტელეფონებით გადაღებაც.

ჟურნალისტები რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და მუშაობას ვერ ახერხებენ, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი იმას ემსახურება, საზოგადოებამ არ გაიგოს და არ ნახოს სიმართლე, თუ რა ხდება სინდისის პატიმრების პროცესზე.

კანონი უკვე ძალაშია, მაგრამ წესებია არ ვიცით ადამიანებმა, რომლებმაც ეს კანონუ უნდა შევასრულოთ. ადამიანები დაგვაყენეს ქუჩაში, ეზოში გადაღება მაინც რატომ არ შეიძლება? ვდგავართ ქუჩაში, მანდატური გვყარაულობს, რომ არ გადავკვეთოთ საზღვარი, ამ შენობაში უამრავი სხდომაა, სხდომები, რომლებზეც მაღალი ინტერესია საზოგადოების,- ამბობს ქეთი ნადიბაიძე

გადაღების უფლება უნდა გასცეს იუსტიციის საბჭომ, რომელსაც არ ჰყავს ჯერ პიარი, წლებია, მედიას იქ არავინ გვეკონტაქტება. მათ უნდა მივმართოთ განცხადებიოთ, რა ფორმატის განცხადება უნდა იყოს, ვის მივმართავთ, ვინ უნდა გვიპასუხოს. ადმიანები ვერ გაიგენ სასამართლო სხდომაზე მიმდინარე ამბებს, ჩვენ დაგვრჩენია მხოლოდ ფურცელი და კალამი, რომ ჩავიწეროთ, შემდეგ გამოვიტანოთ და გავავრცელოთ სიტყვები,- ამბობს სალომე ჩადუნელი.

პროკურორი, ახალ კანონთან დაკავშირებით, პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ სწორედ მათი განაცხადებებიდან შეუძლია საზოგადოებას გაიგოს, თუ რა ხდებოდა სასამრთლოს დარბაზში.

საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება იმ კუთხით, თუ ჩვენ მხარეები, შემდგომში თქვენ უშუალოდ მოგაწვდით ინფორმაციას და ამ ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ნებისმიერ დროს, თუნდაც შენობის გარეთ, შეგვიძლია შევხვდეთ და ვისაუბროთ პროცესზე განვითარებულ მოვლენებზე, -ამბობს მარი მეშველიანი.

27 ივნისს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. სასამართლო სხდომების გადაღების უფლება აქვს სასამართლოს ან უფლებამოსილ პირს.

ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.

დღეს შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა