მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე
რუსთავში მანქანა აფთიაქში შევარდა
ზელენსკი ტრამპს ესაუბრა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose

ჩანს, რომ ოპოზიციას მეტად ადარდებს არა საქართველოს მომავალი, არამედ თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა-ალეკო ელისაშვილი

24.06.2022 ნახვები: 316

ნათელი დღის წესრიგი მოგვცეს და როცა ამ დროს იწყებ, რომ მთავრობა გადავაყენოთ და რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, არასწორად გაგებაა იმისა, რაც გვითხრეს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიციას მეტად ადარდებს თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავს და არა საქართველოს მომავალი.

„აქცია არაფერს აფუჭებს და აქციების დრო ყოველთვის არის, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან მკაფიო დღის წესრიგი განგვესაზღვრა. გასაგებია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ვერ დავეწიეთ, მაგრამ კონკრეტული დრო და კონკრეტული შესასრულებელი პირობებიც მოგვეცა, რაც უნდა გავაკეთოთ. გვითხრეს, რომ ექვსი თვის განმავლობაში თუ შევძლებთ, პირობები შევასრულოთ, მაშინ ავტომატურად მოხდება განხილვა და ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამაზე უფრო ნათელი დღის წესრიგი რა უნდა იყოს? როცა ამ დროს იწყებ, რომ მთავრობა გადავაყენოთ და რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ, ჩემი აზრით, ეს არასწორად გაგებაა იმის, რაც გვითხრეს. გვითხრეს – 12 პუნქტი და ექვსი თვე. ამის ნაცვლად ახალ დღის წესრიგს რომ ქმნი, რომელიც ან გამოგივა ან არა, არ ვიცი, რას ემსახურება. ასეთი გაუგებარი რაღაცების მოსმენით ძალიან დავიღალე. ჩანს, რომ ოპოზიციას უფრო მეტად ადარდებს თავისი კონკრეტული ჭუჭრუტანა, საიდანაც მოვლენებს ხედავენ და არა საქართველოს მომავალი და პერსპექტივა. წინასწარ იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება მაინც არაფერს შეასრულებს და აზრი არ აქვს მათთან მუშაობას და ბრძოლას ამ საკითხების გასატანად, ეს გაუგებარია. არ მგონია, საქმე ასე უიმედოდ იყოს, რადგან ჩვენ და „ქართული ოცნება“ ხომ არ ვართ, ჩვენ მმართველი გუნდი და უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერა ვართ. ვადამდელი არჩევნების იმედი გაქვს და 12 პუნქტს რომ შეასრულებინებ, იმის იმედი როგორ არ გაქვს, ე.ი. ან ბრძოლა გეზარება, ან ზუსტად ვერ გაიგე, რა გააკეთო, ან ჭუჭრუტანა უფრო მოგწონს, საიდანაც საკუთარი ინტერესების გატარებას ხედავ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა