ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება
თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ირანი გემებისთვის ჰორმუზის სრუტის ომანის მხარის თავისუფლად გადაადგილების ნებართვის გაცემის საკითხს განიხილავს
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეიძინა
Partners must provide $60B in defense aid to Ukraine this year – Rutte

ზელენსკი ტრამპს ესაუბრა

04.07.2025 ნახვები: 439

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას მან დონალდ ტრამპსა დაამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისივე თქმით, მხარეებმა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ცის დაცვის გასაძლიერებლად.

ტრამპთან ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე.

ჩვენ - უკრაინაში - მადლიერები ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვეხმარება დავიცვათ სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა შეწყდეს მკვლელობები და აღდგეს სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობა. საჭიროა კეთილშობილური შეთანხმება მშვიდობისთვის.

დღეს განვიხილეთ არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთის საჰაერო დარტყმები და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. ასევე შევთანხმდით ჩვენს გუნდებს შორის შეხვედრაზე.

ჩვენ გვქონდა დეტალური საუბარი თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და ერთობლივ წარმოებაზე. ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დრონებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ეხება.

ჩვენ ასევე შევეხეთ ორმხრივ შესყიდვებსა და ინვესტიციებს. და ბოლოს, გავცვალეთ მოსაზრებები დიპლომატიურ სიტუაციასა და აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა