სერგო ჩიხლაძე - კელი დეგნანს აქვს ბევრი შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გვხვდება და გასაკვირი არ არის, თუ ელჩი ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან გავლენიან ბიზნესმენს ხვდება
მიხაილ პოდოლიაკი - სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება, რომელიც მარტში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგია, ამჟამად შეუძლებელია
საზოგადოება მიჩვეულია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები ომისკენ მოგვიწოდებენ-დავით მათიკაშვილი
კაია კალასი - დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პაციენტი
ნიკა მელია - უსამშობლო ხელისუფლებას სურს, საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრორუსულობაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ანტიდასავლური კამპანიის პროპაგანდა დაიწყო-ლევან ბეჟაშვილი
ანრი ოხანაშვილი - ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებებს აკეთებენ, ვერ იქნებიან განხილული, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები

ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს-ემანუელ მარკონი

06.24.2022 | 01:33

ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში​, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მარკონმა განაცხადა.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ევროკომისიის არჩევანით უკრაინასა და მოლდოვას მიეცა კანდიდატის სტატუსი, ასევე საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებს იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა კომისიამ.

„მინდოდა ხაზი გამესვა, რამდენად მნიშვნელოვანი გახლავთ ეს იმ კონტექსტში, რომელშიც ვცხოვრობთ, ომის კონტექსტში, რომელიც რუსეთმა გადაწყვიტა დაეწყო, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის მიწაზე. ერთი კვირის წინ, კიევში ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, კიევში მიგვეღწია შეთანხმება, რათა უკრაინისთვის მიგვეცა კანდიდატის სტატუსი, რომელიც მისცემდა ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას. ჩვენ მივეცით მათ საგზაო რუკა, ეს ყველაფერი იყო დამოკიდებული უკრაინაზე. ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ პრეზიდენტ მიშელთან და უკრაინასთან ერთად, ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს საბჭოს წევრებს შორის. ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის ნათელ გზავნილს ვუგზავნიდით, რომ კონფლიქტის პირველი დღიდან ევროპა გაერთიანებულიყო. ძალიან აქტიურად ხდებოდა რეაგირება ამ კონფლიქტზე, პირველ რიგში სანქციები, შემდეგ მარკოეკონომიკური, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით, პოლიტიკური ჟესტების თვალსაზრისით ერთიანი, ძლიერი, გაერთიანებული ევროპა ასრულებდა მის წინაშე მდგარ ამოცანას.

ჩვენ შევთავაზეთ ევროპული პერსპექტივა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ეს არის ძლიერი სიგნალი რუსეთის მიმართულებით მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექტსში. ჩვენი არჩევანით უკრაინას და მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ასევე საქართველოს მიეცემა კანდიდატის სტატუსი, როდესაც დააკმაყოფილებენ იმ პრიორიტეტებს, რომელიც განსაზღვრა ევროპულმა კომისიამ.

ჩვენ ვალი გვაქვს უკრაინელების წინაშე, ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის, თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მოლდოვას პოზიციას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ, ეს იქნება ხანგრძლივი გზა, იქნება ძალიან ბევრი პირობა. მზად ვიქნებით, დავეხმაროთ ნებისმიერ რეფორმებში პრეზიდენტ მიშელს. მან აღწერა დეტალური გზა დისკუსიებისა, რომელიც მიმდინარეობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კენჭისყრა ჩატარდეს ჯეროვნად ბულგარეთის პარლამენტში. ჩვენთვის არის საშუალება, ეს შესაძლებლობაც შევასრულოთ. ძალიან დიდი რისკი აიღო საკუთარ თავზე ჩრდილოეთ მაკედონიამ უკანასკნელ კვირებში. ჩვენ გარღვევას უნდა მივაღწიოთ ალბანეთთან მიმართებაში. გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ ვლაპარაკობთ რა უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე უფრო მნიშვნელოვანია ეს საუბრები, რადგან ომი დაბრუნდა ევროპის მიწაზე. დესტაბილიზაცია მიმდინარეობს ჩვენ სამეზობლოში ამ კონტექტსში ჩვენ საღამოს განვიხილავთ თანამშრომლობის ფორმებს გაფართოების თვალსაზრისით, ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზირსით. დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს და ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია დღეს“, – განაცხადა მაკრონმა.