"Within days, if not sooner": Pentagon on when Ukraine to receive the first batches of armaments
Washington encourages Berlin to send long-range missiles to Kyiv - media
China must stop siding with Russia if it seeks rapprochement with West - Stoltenberg
War update: 114 combat clashes along Ukrainian frontlines
U.S. readying new $6B security aid package for Ukraine - media
რადოსლავ სიკორსკი - ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის 5 წუთში დასრულება შეუძლია
აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიწოდების მიზნით კონტრაქტებს ამზადებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია, ევროკავშირის მიზნებთან შეუსაბამოა

ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ-რომან გოცირიძე

06.23.2022 | 16:11 ნახვები: 303

ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს დაადო ვეტო, რომელიც რეზონანსული საკითხია.

„ეს ვეტო ორნაირად უნდა წავიკითხოთ. ერთი ის, რომ მან გამოიყენა შანსი და უკიდურესად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და ღარიბაშვილი. მის გამოსვლებს აღმაშფოთებელი უწოდა და მათ სამუდამოდ გაემიჯნა, შემთხვევით ისარგებლა. მეორე – ვეტოს დადებით გამოაჩინა საკუთარი ძალა და განაცხადა, რონ ამ ბერკეტს ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენებს. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ მან მოსმენებთან დაკავშირებულ კანონს დაადო ვეტო, რომელიც რეზონანსული საკითხია. ვიცით, რომ მღვდლებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული, ყველას უსმენდნენ. ვეტო რეზონანსულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან, რატომ უნდათ საქართველოში მოსმენების გაძლიერება და ეს „ქართული ოცნების“ პოლიციურ მიზნებს ხომ არ ემსახურება. ამიტომ ამ ვეტოს საგარეო დატვირთვაც აქვს. თუ ხელისუფლებას ჭკუა აქვს, პარლამენტმა ვეტოს დაძლევა არ უნდა მოინდომოს და გაჩერდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა