არასამთავრობო ორგანიზაციები საპოლიციო ძალების მიერ მოქალაქეთა საპროტესტო აქციის დაშლის თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
პრემიერ-მინისტრი - ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება
IPN - ტომას გრემი: აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში
Pope's envoy visits Kyiv
Russia keeps missile carrier with eight Kalibrs in Black Sea
387 children considered missing in Ukraine since war started
Russia unlikely to have been successful in its attempts to deplete Ukraine’s air defenses – British intelligence
Ukrainian tanks destroy Russian positions in Bakhmut sector

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

04.19.2022 | 10:56 ნახვები: 286

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წელს გლობალური ზრდის პროგნოზი, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო, 4,1%-დან 3,4%-მდე შემცირდა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკა თითქმის ორჯერ შემცირდება. არსებული მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად ქვეყანაში ბიზნესის ნახევარი დაიხურა და შემცირდა ექსპორტი.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ნაწილს კორონავირუსის პანდემიაზე მეტად დააზარალებს.

მსოფლიო ბანკმა უკრაინას დახმარების სახით ერთი მილიარდი დოლარი უკვე გამოუყო და მომავალ თვეებში კიდევ ორი მილიარდი დოლარის გამოყოფას დაპირდა.