იაგო ხვიჩია - ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ოცნების“ ზეწოლას, რომ „პუტინის კანონის“ მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმ მძიმე ვითარებას მიუთითებს, რაც საქართველოშია
ბექა ლილუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის უმძიმესი
მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ
გიორგი ვაშაძე - 29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართონ
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ხელისუფლების წყარომ, ქართველმა ხალხმა, თავისი სიტყვა თქვას
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა
War update: 86 combat clashes in past day, 18 Ukrainian airstrikes targeting enemy forces

გივი ხაჭაპურიძე: წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2 თვეა

09.07.2020 | 15:50 ნახვები: 1112

კვლევები ყოველთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდნენ და მით უფრო დღეს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა ბევრი საინტერესო ტენდენცია. ისევე როგორ ცხოვრება იყო კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც კონტრასტულად განსხვავდება ამ მსოფლიო მოვლენიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ კოვიდმა ამომრჩევლის სავარაუდო არჩევანზეც იქონია გავლენა და თუ კოვიდამდე ამომრჩეველთა დიდი ნაწილი (სხვადასხვა კვლევებით 30% (±2%)) თავის არჩევანს ვერ აფიქსირებდა, ანუ არ ქონდა გადაწყვეტილი, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდა მხარს, დღეს მათი დიდი ნაწილი ჩამოყალიბებულია საკუთარ არჩევანში.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები მანიპულირებით იყენებენ - ან თავიანთთვის სასარგებლოდ, ან უნდობლობას უცხადებენ და გაყალბებულს უწოდებენ.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსთავი 2-ზე ცნობილი მოვლენები განვითარდა და გაჩნდა კიდევ ორი, ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული არხი - მთავარი არხი და ფორმულა, აღნიშნული მედია საშუალებები 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პანელურ კვლევებს აწარმოებენ, რაც დინამიკაში მოსახლეობის განწყობების ცვალებადობის დანახვის საშუალებას იძლევა.

ტელეკომპანია ფორმულამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება Edison Research-ს (ედისონ რისერჩი) დაუკვეთა და მიმდინარე წლის მარტიდან საზოგადოებას სთავაზობს კვლევის შედეგებს. დღეის მდგომარეობით უკვე მე-3 ტალღა აქვს ჩატარებული და დაგეგმილია კიდევ 3 კვლევის, ხოლო არჩევნების დღეს ეგზიტპოლის ჩატარება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლოს ჩატარებული კვლევის საველე სამუშაოები დროში დაემთხვა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის პერიოდს. ორივე ივნის-ივლისის პერიოდშია ჩატარებული და მათი პროცენტები ზუსტად თუ არა, ახლოს მაინც უნდა იყოს ერთმანეთთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა უფრო მეტად შეიძლება იყოს „ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკული, შედეგების განხილვას სწორედ ამ კვლევიდან დავიწყებთ.

Edison Research-მა წელს რაოდენობრივი, პირისპირ გამოკითხვის 2 და სატელეფონო კვლევის 1 ტალღა ჩაატარა, სადაც ბევრი კრიტიკული შეფასებაა ხელისუფლების და „ქართული ოცნების" მიმართ. მათ შორის, ის რომ მოსახლეობის უმრავლესობა, 2/3 თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 80%-ზე მეტი ამბობს, რომ უფრო უარესად ცხოვრობს ვიდრე ერთი წლის წინ ცხოვრობდა, პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ დამოკიდებულება უფრო ნეგატიურია ვიდრე პოზიტიური, ჩატარებული კვლევების დინამიკაში გაანალიზება ბევრ საინტერესო ფაქტს ავლენს.

კვლევების მიხედვით, 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება აქვს გადაწყვეტილი. ბოლო კვლების მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს გამოკითხულთა 94%, რაც 5%-თ მეტია წინა კვლევის პროცენტულ მაჩვენებელზე.


წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რა ხდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველის, პოლიტიკოსების და პარტიების რეიტინგების კუთხით. საინტერესოა რას ამბობენ კვლევები ამის შესახებ და რა გავლენა იქონია Covid19-მა. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთი მედია საშუალება აქტიურად საუბრობს ერთად აღებული ოპოზიციის რეიტინგზე, რომელიც აღემატება 50%-ს და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" რეიტინგს, სრულად არ იძლევა ოპოზიციური პარტიებისთვის დამაიმედებელ პროგნოზს.

მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით ქართულ ოცნებას 29% ქონდა რეიტინგი, ხოლო უკვე ივლისში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით ეს მაჩვენებელი 39%-მდე გაიზარდა. კვლევის მონაცემებიდან ჩანს, რომ ეს ზრდა პირდაპირ კავშირშია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობასთან. თუკი მარტში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ოდენობა 28%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ივლისის კვლევაში 20%-მდეა შემცირებული.

იმის დასადგენად, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რომელი პარტიისკენ უფრო იხრება და ვის შეიძლება მისცეს ხმა, კვლევითი ორგანიზაციები მიმართავენ ალოკაციის მეთოდს. ზემოთ მოცემულ გრაფიკზე პროცენტები ალოკაციის გარეშეა ნაჩვენები, სადაც ჩანს რომ Covid19 პანდემიის პერიოდში „ქართული ოცნების" რეიტინგი გაზრდილია 10%-ით, ხოლო სხვა პარტიების ან უცვლელია, ან კვლევის ცდომილების ფარგლებში მერყეობს. Edison Research-ის მარტის კვლევის შედეგების გასაჯაროებისას ასევე გამოქვეყნდა ალოკაციით მიღებული შედეგებიც, სადაც „ქართული ოცნების" რეიტინგი 39% დაფიქსირდა.


რაც შეეხება უკვე ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებს, აქ ალოკაციის შედეგები არ გასაჯაროვდა, ან არ მოუმზადებიათ ანალიტიკოსებს. საინტერესოა რატომ აარიდა თავი ტელეკომპანიამ მის გასაჯაროებას?! და თუ არ აურიდებია რადგან არც Edison Research მიუწოდებია, რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ეს შედეგები მოეთხოვა კვლევითი კომპანიისთვის, როცა ამას წინა პერიოდში აკეთებდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ Edison Research-მა აპრილშიც ჩაატარა კვლევა, თუმცა პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ეს კვლევა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევას თან ახლდა ალოკაციის შედეგებიც, სადაც „ოცნების" რეიტინგი 36%-ს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის - 26%-ს შეადგენდა. კვლევების მიხედვით მხოლოდ ეს 2 პარტიაა, რომელიც ალოკაციის შედეგებით რეიტინგების ზრდა კვლევის ცდომილების ფარგლებს სცდება.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ალოკაციის შედეგები ივლისის კვლევაში არ გამოქვეყნდა, წინა კვლევებიდან გამომდინარეც შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რა შეიძლება იყოს პარტიების დღევანდელი სავარაუდო რეიტინგი და ვისზე იქონია დადებითი გავლენა Covid19-მა.

ივლისის კვლევაში, რომ ალოკაციის მეთოდი გამოყენებულიყო პარტიების რეიტინგები შესაძლოა ასეთი ყოფილიყო:

  • „ქართული ოცნება" - 49%
  • „ნაციონალურ მოძრაობა" - 25%
  • „ევროპული საქართველო" - 8%
  • ლეიბორისტული პარტია - 5%
  • პატრიოტთა ალიანსი - 5%
  • ლელო საქართველოსთვის - 5%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 5%
  • მოქალაქეები - 4%
  • გირჩი - 4%
  • დემოკრატიული მოძრაობა - 3%
  • გამარჯვებული საქართველო - 3%
  • სამართლიანობისთვის - 3%

მონაცემების არ გამოქვეყნების მიზეზიც შეიძლება სწორედ ეს იყოს, რადგან „ქართული ოცნება" მიუახლოვდა 50%-ან რეიტინგს, რასაც შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებაზე და საერთო მაჟორიტარული კანდიდატების შეჯერებაზე.

აშკარაა, რომ Covid19-მა გადაუწყვეტელი ამომრჩეველის დაახლოებით 10% „ქართული ოცნებისკენ" მიმართა. თუმცა ამომრჩევლის 20% ჯერ კიდევ ფიქრობს, რომელიც სავარაუდოდ საერთოდ არ მივა არჩევნებზე, თუ მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალა ვერ დაინახა. ვფიქრობ ეს 20% არის ის ამომრჩეველი, რომელიც ახალ პლატფორმას ეძებს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ორპოლუსიანობის გარღვევა.

სავარაუდოდ გაუჭირდებათ პარტიებს ამ 20%-ის ათვისება, თუმცა მათგან მცირედის მიმხრობაც კი რამდენიმე მანდატის ტოლფასია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პოლიტიკური სუბიექტისთვის.

მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, ვფიქრობ პარლამენტში მინიმუმ 10 პოლიტიკური პარტია შეძლებს საარჩევნო ბარიერის გადალახვას. სწორედ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე მიეცათ პოლიტიკურ პარტიებს იმის იმედი, რომ თუნდაც ერთ საპარალამენტო მანდატს მოიპოვებენ და სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა საერთო ოპოზიციური შეთანხმების იმ დოზით მიღწევა, რომელიც ერთიან ფრონტს გახსნიდა.

ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ არა მიშა, არა ბიძინას ელექტორატზე ნადირობის მსურველებმა იმატა. თავდაპირველად ამ მიმართულებით „შენების მოძრაობა" დაიძრა, შემდეგ უკვე „ლელომ" გააგრძელა ეს ხაზი. ახლა უკვე „ევროპული საქართველოც" ამ მოწოდებით გამოდის, რომ არაფერი ვთქვათ ალეკო ელისაშვილზე და სხვებზე. ამ მიმართულებით რაიმე ერთობის, ერთიანი ფრონტის გახსნისთვის რომ მომხდარიყო შეთანხმება უფრო შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე ამ ელექტორატზე ცალ-ცალკე სანადიროდ გამოსვლა.

რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების რეიტინგებს, Covid19-მა ყველაზე მეტად გიორგი გახარიასთვის იქონია დადებითი გავლენა. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მისი რეიტინგი საკმაოდ დაცემული იყო. 2019 წლის ნოემბერში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გიორგი გახარიას საქმიანობას მხოლოდ 39% აფასებდა დადებითად. Edison Research-ის მიერ მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული სატელეფონო კვლევით მისი რეიტინგი უკვე 45% შეადგენდა, ხოლო ივლისში IRI კვლევის მიხედვით 63%, ხოლო Edison Research-ის შედეგებით 65%-ს. ამ რეიტინგების უპირობო ლიდერი წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ დავით ბაქრაძე იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ბაქრაძის დადებითი რეიტინგის მკვეთრი ვარდნა არ მომხდარა, უბრალოდ Covid19-მა მნიშვნელოვნად გაზარდა მთავრობის და ზოგადად „ქართული ოცნების" ლიდერების რეიტინგები.


სატელეფონო კვლევა - აპრილი (Eduson Research)

რაოდენობრივი კვლევა - ივლისი (Eduson Research)

რაოდენობრივი კვლევა - ივლისი (IRI)

გიორგი გახარია

45%

65%

63%

კახა კალაძე

50%

55%

57%

დავით ბაქრაძე

56%

53%

53%

ბიძინა ივანიშვილი

39%

48%

41%

გიორგი ვაშაძე

45%

44%

40%

გრიგოლ ვაშაძე

46%

41%

41%

შალვა ნათელაშვილი

49%

40%

42%

ალეკო ელისაშვილი

48%

38%

34%

ნიკა მელია

40%

38%

36%

არჩილ თალაკვაძე

35%

37%

34%

მიხეილ სააკაშვილი

45%

33%


გიგი უგულავა

36%

33%

32%

დავით უსუფაშვილი

38%

32%

37%

ელენე ხოშტარია

35%

31%


ირმა ინაშვილი

34%

30%

28%

გიგა ბოკერია

25%

26%


სალომე სამადაშვილი

31%

25%


ნინო ბურჯანაძე

34%

23%

25%

ზურაბ ჯაფარიძე

16%

18%

13%


თითქმის ყველა კვლევაში არის დასმული შეკითხვა იმის შესახებ თუ რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 70% ყოველთვის აფიქსირებდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2019 წლის კვლევის შედებით 68% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა და მხოლოდ 22% ამბობდა რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზას ადგას.

ამავე ორგანიზაციის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემები მკვეთრად არის შეცვლილი. 53%-მდე შემცირდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა რომ ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა და 38% შედგინა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც თვლიან რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.

ეს შეკითხვა Edisor Research-მაც დაუსვა თავის რესპოდენტებს როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ ინტერვიუს დროს. მონაცემები ამ კვლევის მიხედვითაც რადიკალურადაა შეცვლილი. მოსახლეობის 15%-ს ქვეყნის განვითარების შესახებ აზრი დადებითისკენ შეეცვალა.

გაანალიზებული კვლევების შედეგებიდან აშკარაა, რომ Covid19 „ქართული ოცნების" და მთავრობის რეიტინგი გაზარდა. წინა არჩევნებზე „ქართული ოცნება" სხვადასხვა მეთოდებით ახერხებდა განხიბლული ამომრჩევლის ისევ თავისკენ მიზიდვას, თუმცა ახლა ამაზე Covid19-მა იზრუნა. ვერ ვიტყვით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა ელექტორალური რესურსი, თუ არ გაზარდა. ის ჯერჯერობით მყარად ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს, რაც მმართველ გუნდს ისევ აძლევს შესაძლებლობას ამომრჩეველზე მოახდინოს გარკვეული ზემოქმედება.

რამდენადაც რთული მოსასმენი არ უნდა იყოს ოპოზიციური პარტიებისთვის,  თუ მათ გადდამტეხი ცვლილებები არ შეიტანეს საკუთარ საართევნო კამპანიაში, დღეის მდგომარეობით მმართველი პარტია ისევ ლიდერობს და მას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება არ მოუწევს, რადგან ახალი კონსტიტუციით დაწესებული 40%-ანი ზღურბლის გადალახვა დიდი ალბათობით არ გაუჭირდება.

პოლიტიკური პარტიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2 თვეა წინ, რომელიც მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. მათთვის თითოეული ხმა იქნება გადამწყვეტი, რადგან 1%-ანი ბარიერი, რომელიც ამ არჩევნებზეა დაწესებული, მომავალში არ განმეორდება. 2020 წლის საპარლამეტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული გახდება თუ არა ქმედითი მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც ნოემბერში გვეყოლება.

პიარ საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი

გივი ხაჭაპურიძე


ყველას ნახვა
ყველას ნახვა