გოჩა მირცხულავა: კობახიძე მემკვიდრედ ბიძინას უნდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, კობახიძეს მიაჩნ
„სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ცხედარი ამოიყვანეს.
შს მინისტრი ადასტურებს, რომ სადგურის მოედანზე კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
მისი თქმით, დაშავებული კლინიკაშია გადყვანილი და კონტაქტურია.
”ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.
ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ“, - განაცხადა გეკა გელაძემ.
სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გამაცხადა.
მისი თქმით, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ კორპუსს მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტიაცას.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაც ახალის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, ვერ იქნა მიღწეული.
დედაქალაქის მერის განცხადებით, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით.
“თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარეული, მესამე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაეთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაობეს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს”, - განაცხადა კალაძემ.