In Donetsk region, 3,144 children still live in communities along frontline
UK Defense Secretary calls on Europe not to impose restrictions on trade with Ukraine
Russia’s combat losses in Ukraine up to almost 440K
War update: 60 combat clashes in Ukraine past day
Black Sea Arena- BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის
თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ქართველები და ჯვაროსნები - ნაკლებად ცნობილი დეტალები

04.14.2021 | 11:28 ნახვები: 1562

დიდგორის ბრძოლის გარდა ქართველები და ჯვაროსნები სხვა ბრძოლებშიც იბრძოდნენ მხარდამხარ, რასაც ყურადღება არ ექცევა.

იერუსალიმის უკანასკნელი (შემდგომ კვიპროსის) გვირგვინოსანი მეფე ჰენრი მეორე, ბურკჰარდ სიონელის მიხედვით 1299-წელს იბრძოდა მონღოლებთან და ჯვრის დროშიან ქართველებთან ერთად მამლუქთა წინააღმდეგ.
უფრო ადრე კი: 1281-წლის ოქტომბერი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უსასტიკესი დაპირისპირება - ჰომსის ბრძოლა, სადაც ერთმანეთს მონღოლურ- ქართული კოალიცია და ეგვიპტელი მამლუქები დაუპირისპირდნენ, მაკრიზის მიხედვით ქართველთა და მონღოლთა მხარდამხარ იბრძოდნენ ეგვიპტის სულთანთა ისტორიული მტრები - ჯვაროსნებიც (ფრანგები). აქ საუბარი ტრიპოლელ ჯვაროსნებზე უნდა იყოს. ქართულ შენაერთს ხელმძღვანელობდა მეფე დემეტრე თავდადებული. მარცხენა ფლანგზე მოწინავეობა მონღოლთა ლაშქრის სარდალს - მონქეს, დემეტრემ და ქართულმა რაზმმა სთხოვა. თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. სულთანმა ქალავუნმა იცოდა, რომ მონღოლურ ლაშქარში ყველაზე ბრძოლის უნარიანები ქართველები იყვნენ. ამიტომ ახალგზარდა დემეტრეს წინააღმდეგ თორმეტი ათასი რჩეული მეომარი გამოყო. ისტორიკოსი წერს, რომ ბრძოლა იყო ,,სასტიკი და ძლიერი ოდესვე ყოფილთა და გარდასულთა უდიდესი". სულთანმა ქალავუნმა გაანადგურა მონღოლთა ცენტრი, დაჭრა და უკუაქცია სარდალი მონქე, მაგრამ ქართულმა შენაერთმა ჭეშმარიტი სასწაული მოახდინა და სულთნის რჩეული თორმეტი ათასი მეომარი გააქცია. ეს გამარჯვება ძალიან ძვირი დაჯდა, ქართველი მეწინავეები მთლიანად დაიხოცნენ, დემეტრეს ცხენი მოუკლეს. ქალავუნმა ქართველებზე შეტევა ვერ გაბედა.
შიკრიკმა ყაენს ბრძოლის ამბავი ასე გადასცა: ალიყანი იბრძოდა, როგორც შევარდენი, მონქე, როგორც ვერძი, ებაგანი ვეფხვს ჰგავდა, იასბუღა კამეჩს, ქართველთა მეფეზე კი მონღოლურად თქვა: თენგრი მეთუ ქაურ ქურბაჳ - ღმერთი გრგვინავდა.
ამ უმაგალითო შემართების გამო საქართველოს მეფეები უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ. ჯვაროსნებმა თავიანთი თვალით იხილეს ქართველთა ბრძოლის უნარიანობისაგან მოხდენილი სამხედრო სასწაული, ჩანს, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ვალუა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოსაწყობად სწორედ საქართველოს მეფეს. სწორედ ამიტომ მიანიჭა ეგვიპტის სულთანმა გიორგი ბრწყინვალეს ქრისტეს საფლავის კლიტე, (რასაც გერმანელი პილიგრიმი ლიუდოლფ ზუდჰეიმი ადასტურებს), შეუფასებელი სიმდიდრე, რომელიც ევროპულმა სახელმწიფოებმა საბოლოოდ დაკარგეს და ჯვაროსნული ლაშქრობების მეშვეობითაც კი ვერ შეძლეს მისი დაბრუნება.

ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა