ურაინის უპოლიტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გრუშოვაიას“ ნავთობსაწყობი, რომელიც „ჩერნომორტრანსნეფტს“ ეკუთვნის, კავკასიაში ნავთობპროდუქტების შესანახ ერთ-ერთ უდიდეს ობიექტს წარმოადგენს.
უკრაინული მედია წერს, რომ ობიექტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად, რომლებიც მაგისტრალური მილსადენებით შემოდის ზღვის საშუალებით შემდგომი ექსპორტის მიზნით. კომპლექსის ფუნქციონირება მნიშვნელოვან შემოსავალს ქმნის რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაფინანსებლად გამოიყენება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ობიექტზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა დგინდება.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ