თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
Ukraine informing international partners about Russian strike on nuclear waste storage facility – Zelensky
Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?

თბილისში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა მოქალაქე და პატრულ-ინსპექტორი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

07.06.2026 ნახვები: 171

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მოქალაქეს და პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

როგორც უწყება განმარტავს, დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს და ახლა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა. ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

პატრულ-ინსპექტორებმა განხორციელებული დევნის შედეგად მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა