Unmanned aerial systems strike 26 Russian targets in occupied territories, Bryansk region overnight
Russia loses 1,350 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Tysiachovesna initiative receives over 1,000 applications – Zelensky
After casting ballot, Pashinyan says democracy will strengthen regional cooperation
შსს გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ იაკობაშვილი - სომხეთ-ევროკავშირის თემის არაკვალიფიციურად შემოგდება ქართულ მედიასივრცეში ირიბად იმავე რუსულ ნარატივს ხომ არ ემსახურება?
რომან გოცირიძე - შეღავათიან პირობებში მოქმედი კრიპტოსაწარმოები დიდ ზიანს აყენებენ ენერგეტიკას და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში

რომან გოცირიძე - შეღავათიან პირობებში მოქმედი კრიპტოსაწარმოები დიდ ზიანს აყენებენ ენერგეტიკას და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას

07.06.2026 ნახვები: 185

 საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული, შეღავათიან პირობებში მოქმედი კრიპტოსაწარმოები დიდ ზიანს აყენებენ ენერგეტიკას და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე.

„სვანეთში კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვება რომ სერიოზულ პრობლემას უქმნის რეგიონს და არა მხოლოდ მას, ეს ფაქტია, მაგრამ ამ საკითხის წამოწევა კიდევ უფრო დიდ პრობლემასაც ამხელს. საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული, შეღავათიან პირობებში მოქმედი კრიპტოსაწარმოები დიდ ზიანს აყენებენ ენერგეტიკას და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. მართლა აპირებენ თუ არა სვანეთში პრობლემის მოგვარებას, თუ ერთდღიანი საჩვენებელი ოპერაცია ვიხილეთ, სულ მალე გამოჩნდება. ამას იმით მივხვდებით, მოიკლო თუ არა სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების (ქურდობის) ფაქტმა. სვანეთი, წესით, წელიწადში უნდა მოიხმარდეს 10 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას, სინამდვილეში კი მოიხმარს 133 მილიონ კილოვატსაათს. სწორედ ეს ზედმეტი 123 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიყენება კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად. ამას სჭირდება დაახლოებით 10 ათასი ერთეული აპარატურა. საპოლიციო ოპერაციის დროს ამოიღეს დაახლოებით 200 ცალი. რაც ფოტოსურათებზე ვიხილეთ, აქედან ბევრი ამორტიზებული და გადასაყრელი ჩანდა. სვანეთში არის როგორც დიდი კუსტარული ე.წ. ფერმები, ასევე პატარები-რამდენიმე ცალი სერვერით. მათი უმეტესი ნაწილი ოჯახებშია განთავსებული. სათითაოდ ჩამოვლა და კონფისკაცია ადვილი არაა, თანაც საჭირო დროს გადამალავენ კიდეც. ეკონომიკური პრობლემა ეკონომიკური საშუალებებით უნდა გადაიჭრას. შეიძლება მოძველებული სერვერები სახელმწიფომ გამოისყიდოს კიდეც. ეს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე ის ზიანი, რომელსაც სვანეთში უკანონო კრიპტომოპოვება აყენებს. მხოლოდ მიტაცებული ელექტროენერგიის ღირებულება წელიწადში 35-45 მილიონ ლარს შეადგენს. ირიბი ზიანიც მილიონობით ლარია. არასასათბურე, ნორმალურ საგადასახადო რეჟიმში ამ ბიზნესს არსებობა არ შეეძლება. უნდა შეიცვალოს ამ სახის ეკონომიკური საქმიანობისადმი მიდგომა. პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მათი ფუნქციონირება. თავად ეს ზონები უკიდურესად მახინჯი წარმონაქმნია“, - აცხადებს გოცირიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა