ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა - მარათონი დასრულდა

24.05.2026 ნახვები: 270

,,დაიცავი ილიაუნის” ,,ლაივ” სტრიმის მეშვეობით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 670 938 ლარი შეგროვდა.

აღნიშნულის შესახებ ,,დაიცავი ილიანის” გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ლაივ” მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს.

,,დაიცავი ილიაუნის 100 საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა!!!

ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 670 938, 48 ლარი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ,,დაიცავი ილიაუნის” გუნდისთვის მარათონის დაწყებამდე იყო წარმოუდგენელი და ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ - შევცდით!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგის დაფიქსირებაში წვლილი შეიტანა. მადლობა საქართველოს მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს და თითოეული თქვენგანს, ვინც თანხის შეგროვებასა და ინფორმაციის გავრცელებაში მიიღეთ მონაწილეობა!

ხალხი გაერთიანდა ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო - ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას. აგროვებული თანხის ოდენობა უმნიშვნელოვანესია და ამ რესურსით გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და ამ ყველაფერმა გამოკვეთა საზოგადოების პოზიცია. დიუშენის დისტროფიის მქონე ახალგაზრდების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ბავშვების ოჯახებისა და საზოგადოების მცირე ნაწილის, არამედ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა.

მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს. მაგრამ ,,დაიცავი ილიაუნის” ფონდი, რასაკვირველია, არ წყვეტს თანხის შეგროვებას და შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

,,დაიცავი ილიაუნის გუნდი” აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნათელი მომავლისთვის!”,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა