როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან მისი [ვიზალიბერალიზაციის] გაუქმებით, ირიბად ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე რაც არის მთლიანობაში შექმნილი, ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 11 ივნისს ქართულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის შანტაჟის მცდელობა, თუმცა „ეს იმდენად გაუფასურდა, რომ ქართული საზოგადოება ამაზე აღარ რეაგირებს“.
„ეს არის შანტაჟის მცდელობა, თუმცა იმდენად გაუფასურდა ყველა ეს მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში, იმდენად დაკარგა ფასი ასეთმა ქმედებებმა, რომ ვხედავთ, ხალხი საერთოდ აღარ რეაგირებს ამ ყველაფერზე. მანამდე ხალხს ჰქონდა განსხვავებული, უფრო მძაფრი რეაქცია შანტაჟის მცდელობებზე, ახლა საზოგადოება აღარ რეაგირებს იმდენად გაუფასურდა ასეთი მცდელობები ქართული საზოგადოების გადმოსახედიდან. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან მისი გაუქმებით, ირიბად ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი, ერთი მხრივ ევროპულ ბიუროკრატიაში და მეორე მხრივ ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა, ისინი, რა თქმა უნდა, ხალხზე ზეწოლითა და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც წარმოებს ჩვენ გარშემო. აქედან გამომდინარე, შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჭრის“, -განაცხადა პრემიერმა.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ