საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
ევროკავშირის საელჩო - უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას
მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
Intel: Russians face mass layoffs this summer
President: Partners must curb Russia’s reckless behavior for global security
Intercepted communication: Russian troops in Pokrovsk direction leaving wounded at positions

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

28.04.2026 ნახვები: 171

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. ასევე, დაასახელებს გაფართოებული კრების თარიღს.

აღსანიშნავია, რომ სხდომას 39 მღვდელმთავრიდან 38 ესწრება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე, ჯანმრთელობის მიზეზის გამო, არ იმყოფება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე.

„კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა. რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! - სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით“, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა