მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
Intel: Russians face mass layoffs this summer
President: Partners must curb Russia’s reckless behavior for global security
Intercepted communication: Russian troops in Pokrovsk direction leaving wounded at positions
President: Some Chernobyl defenders still held in Russian captivity
Ukraine’s MFA condemns shooting during White House Correspondents Dinner

მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,

27.04.2026 ნახვები: 171

ოპოზიციის მუდმივი შეცდომაა, რომ ისინი პროცესებზე რეაგირებენ, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს და ივანიშვილი პასუხობდეს მათ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციამ ქართველ ხალხთან ხიდი უნდა გადოს, გადავიდეს და ხალხს ჩაეხუტოს“.

„მე აქ თქვენთვის მოვდივარ, რომლებსაც გემუქრებიან, რომ გაგაგდებენ. მეგობრებო, ჩვენი ოპოზიციის მუდმივი შეცდომაა, რომ ისინი პროცესებზე რეაგირებენ, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს და ივანიშვილი პასუხობდეს მათ. მათ უნდა მონახონ და გადონ ხიდი ხალხთან და მათ უნდა ჩაეხუტოს და უკან მოიტოვოს ისინი, ვისაც ეს ხალხი ეზიზღება. ჩვენს დროს ხელისუფლება ხალხის გვერდით იდგა და ფასები კონტროლირებადი იყო. „ქოცები“ კი იტყუებოდნენ, რომ დაიწევდა ბენზინის ფასები, მაგრამ მათ გააძვირეს, რაც აისახა სხვადასხვა საგნების ფასებში. ეკონომიკა ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ეკონომიკაა. „ქოცები“ იტყუებოდნენ, რომ ბენზინიდან თითო ლარი ჩემთან მოდიოდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ისინი ვაიძულოთ, რომ საწვავის აქციზი გაანახევრონ. დენის ფასიც გაიზარდა და თქვენ თანხას არა დენში, არამედ კორუფციაში იხდით. ნოღაიდელი, რომელიც წინა პროცესზე ყელყელაობდა, რუსეთიდან დენის იმპორტით იპარავს ფულს.

გამიხარდება ოპოზიცია შემტევითი და აქტიური რომ იყოს, მაგრამ თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს, რაც არ უნდა იძახონ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია. თქვენ ხომ ხართ მომავლის პოლიტიკოსები და რაღაში გჭირდებათ ვინმესთვის წარსულის პოლიტიკოსის დაძახება? მე ვინც მაკრიტიკებს, ჩემ დროს პოლიტიკაში იყო და ვინც არ იყო, იმათი შვილები არიან, რომლებიც პოლიტიკაში იყვნენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ფეხზე დავაყენე და ახლა ფეხს მიდებენ. არის ხალხი - „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა“, მაგრამ არის კარგი ხალხიც, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.

ამბიცია შეიძლება გვქონდეს ერთი: როგორ დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვინმე ივანიშვილისგან რაიმე სარგებელს ნახულობს. ძალიან ბევრმა თავი გადადო და ციხეში მოხვდა ან ციხე ემუქრება და მე ამ ხალს დიდ პატივს ვცემ.

ნოღაიდელს ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქვს და უმატებს დენის ფასს. აქ იმიტომ მოვიდა, რომ კაცი ბოლომდე ჩაეხუტა „ქოცებს“. დღეს ბურჯანაძის მოყვანის შეეშინდათ, ისე „გაუფარჩაკდათ“ ის მოწმე.

მინდა ყველას ხელი გავუწოდო და გვერდით დავუდგე, მაგრამ ამავე დროს ხალხზე ვიყოთ ორიენტირებული. 2018 და 2021 წლებში ჩვენ „ქოცების“ ხმები ავიღეთ და არა მარტო ჩვენი მხარდამჭერების. ყველაზე მეტი ამომრჩეველი მე მყავს და მეც მინდა არჩევნები. ორბანი რომ გადაირჩიეს, იქ არჩევნები ტარდებოდა და ტარდება.

სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა: ერთი სიტყვით იქნებ ეთქვა, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი, 2007-ში რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო სისტემა. გრაჩოვმა რაც თქვა, იგივე გაიმეორა ზურაბიშვილმა, რომ ქართულმა ბომბდამშენებმა დაბომბა ქართლის ერთ-ერთი სოფელი. საკუთარი ქვეყანა საკუთარი თავის დაბომბვაში არ შეიძლება დაადანაშაულო. როდესაც 20 ივნისს თვალები დათხარეს ბავშვებს, ქალბატონი სალომე გვერდით იყო და ლობიოს ჭამდა. მე თქვენს მიმართ ცუდად განწყობილი არ ვარ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ერთი სიტყვა გეთქვათ, რომ თქვენი წარსული პოზიციები მცდარი იყო. ბოდიშის მოხდას არ ვითხოვ, ეს სინდისის საკითხია', - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა