2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
Intel: Russians face mass layoffs this summer
President: Partners must curb Russia’s reckless behavior for global security
Intercepted communication: Russian troops in Pokrovsk direction leaving wounded at positions
President: Some Chernobyl defenders still held in Russian captivity
Ukraine’s MFA condemns shooting during White House Correspondents Dinner
Belarus plans to introduce new financial restrictions for citizens – CCD
Nuclear energy to remain backbone of Ukraine’s power generation – Shmyhal

2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ

27.04.2026 ნახვები: 171

2026 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისრაელის ორი ყოფილი პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტისა და იაირ ლაფიდის პარტიები ოფიციალურად გაერთიანდნენ. პარტიის სახელი იქნება "ერთად - ნაფთალი ბენეტის წინამძღოლობით".

იაირ ლაფიდი ამჟამინდელი ოპოზიციის ლიდერია. რაც შეეხება ბენეტის პარტიას, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის პოპულარულობით პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიქუდს უახლოვდება.

ბენეტის თქმით, ლაფიდთან გაერთიანება არის "ყველაზე სიონისტური და პატრიოტული აქტი", რაც ოდესმე ჩაუდენიათ საკუთარი ქვეყნისთვის. "დაყოფის ეპოქა დასრულდა," - დაამატა მან. ბენეტის თქმით, ის და ლაფიდი ერთად "გამარჯვებისკენ მიისწრაფვიან". მან კიდევ ერთი პარტიის, იაშარის, თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს შესთავაზა ალიანსში შემოსვლა.

ბენეტმა აღნიშნა, რომ თავად "მემარჯვენე, ლიბერალი სიონისტია", რომელსაც მხოლოდ სხვა სიონისტური პარტიების იმედი ექნება. ამით მან მიუთითა, რომ არაბულ პარტიებთან პარტნიორობას, წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, აღარ აპირებს.

ლაფიდმა თქვა, რომ მისი ცენტრისტული პარტია იეშ ათიდი საკუთარ ეგოს გვერდზე გადადებს და გააკეთებს იმას, რაც ისრაელისთვისაა საჭირო.

"არჩევნებში გასამარჯვებლად მთელი ისრაელის ცენტრისტები ნაფთალი ბენეტს უნდა ამოუდგნენ... დღეს ვერთიანდებით, რათა არჩევნებში გავიმარჯვოთ და ჩამოვაყალიბოთ სიონისტური მთავრობა. პარტნიორობა ცენტრისტებსა და მემარჯვენეებს შორის, რელიგიურებსა და სეკულარულებს შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის - ჯარში გაწვევის თავიდან არიდებისა და ექსტრემიზმის გარეშე" - თქვა ლაფიდმა.

ბენეტი და ლაფიდი 2021-2022 წლებში თანამშრომლობდნენ, როცა ისინი მცირე ხნით არსებულ მემარჯვენეთა, ცენტრისტთა და მემარცხენეთა კოალიციას უძღვებოდნენ. მათ პრემიერის პოსტი მონაცვლეობით ეკავათ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა