გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი.
თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 29-30 აპრილს შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი იყოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე გაიზრდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლოა მცირე წვიმა იყოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა იყოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე გაიზრდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსს პროგნოზირებენ.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მცირე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მცირე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ