პენიტენციური დაწესებულება განმარტავს, რატომ მოიხდის მსჯავრდებული პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ზვიად რატიანს მინისტრის ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი- საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.
„მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა.
საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.
გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პოეტ ზვიად რატიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის ოქტომბერში 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, რატიანმა თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ