ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი თამაზ გოლოევია - რადიო თავისუფლება
ზვიად რატიანის ღია წერილი იუსტიციის მინისტრს და გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობას
War update: 194 frontline clashes over past day, heavy fighting in Pokrovsk and Huliaipole sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Russia expands AI disinformation into cognitive warfare
Baltic states say Europe cannot return to pre-war relations with Russia — Bloomberg
Budanov opposes legalizing weapons for civilians
Ukraine launches new level of air defense — Fedorov

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი თამაზ გოლოევია - რადიო თავისუფლება

24.04.2026 ნახვები: 171

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 22 აპრილს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი 27 წლის თამაზ გოლოევია (გოლოთი). გამოცემის ცნობით, მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.

რადიო თავისუფლება ბრალდებულის დედას ესაუბრა. მათი ინფორმაციით, თამაზი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს. დედამ ეს ინფორმაცია ტელევიზორიდან გაიგო, თბილისში ჩამოვიდა, თუმცა არ მისცეს შვილთან შეხვედრის საშუალება.

საქართველოს პროკურატურამ გოლოევს და კიდევ 2 პირს ბრალდება დღეს წარუდგინა. მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და სტრატეგიული ობიექტების შესახებ მონაცემებს." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა