ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს
სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილი - სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? ტელეეთერის შესავსებ მოლაპარაკე თავებად იქეცით, აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა
პიტ ჰეგსეთი - ირანს აქვს შანსი, დადოს კარგი და გონივრული გარიგება
მედია მომავლის გარეშე თუ მომავალი მედიის გარეშე: ქართველი ექსპერტები მედიაკრიზისზე
ლევან ხაბეიშვილი - მამუკა მდინარაძე „ამოღების“ უფროსად დანიშნეს, მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებდათ, არ არის ფული, არ არის მამუკა
პენიტენციური დაწესებულება - ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა
25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

ლევან ხაბეიშვილი - მამუკა მდინარაძე „ამოღების“ უფროსად დანიშნეს, მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებდათ, არ არის ფული, არ არის მამუკა

24.04.2026 ნახვები: 221

მამუკა მდინარაძე „ამოღების“ უფროსად დანიშნეს, მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებდა ბიძინას. მამუკა მდინარაძე გააპანღურეს ერთი რამის გამო - არ არის ფული, არ არის მამუკა. მორჩა, დამთავრდა, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მამუკა მდინარაძე “ზბორებზე” გაუშვეს.

ამ წუთებში, სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ.

“მინდა გამოვეხმაურო უთანამდებობო გენერალი რომ დარჩა, კაცმა, რომელმაც პირადად უზრუნველყო ცხადია, ივანიშვილის დავალებით ჩემი დაკავების ოპერაცია, მან გასცა ბრძანება, ამიტომ მის გამომძიებლებთან კითხვები ბევრი მაქვს. 3 სექტემბერს დანიშნეს და 11-ში მან უზრუნველყო ჩემი აბსოლუტურად უკანონო დაკავება. თავმოყვარე ბაგა-ბაღში დირექტორს არ შეცვლიან 1 წელიწადში 4-ჯერ. მეოთხე სუს-ის უფროსი დანიშნეს, რა მდგომარეობაშია სახელმწიფო. ჯერ იყო ლილუაშვილი ციხეში გაუშვეს, ოხანაშვილი სად გაქრა, კაცმა არ იცის, სახელმწიფო უსაფრთხოება ჩააბარეს, აორთქლდა აბსოლუტურად, ეგეც დაჭერილი ხომ არ არის და არ ვიცით, ახლა გეკა გადმოუყვანეს. არასრულ ერთ წელში სუს-ის მეოთხე უფროსია. როცა ვსაუბრობთ მამუკა მდინარაძეზე, მართლაც ღიმილისმომგვრელია, გააქრეს. კალაძეს მინდა თავის ენაზე ვუთხრა, „ზბორებზე“ გაუშვეს მამუკა მდინარაძე, დაამცირეს. სუს-ის უფროსი გახდა, გიჟივით კაცი დაეწაფა - პოლკოვნიკი, მაიორი, გენერალი და თურმე, არც ისე არ უნდოდათ ეს თანამდებობა.

სხვათა შორის, სუს-ის სხვა ხელმძღვანელებს რაღაც დოზით თავმოყვარეობა აღმოაჩნდათ, მაგალითად, ლილუაშვილი რომ გაუშვეს, თქვა, სხვა თანამდებობა არ მინდაო.

ოხანაშვილი გაუშვეს, სადღაც დანიშნეს და მიხვდა, რომ „ზბორებზე“ გაუშვეს, გააგდეს, დაამცირეს და აღარ გამოჩენილა ეს კაცი.

ეს იმდენად უტეხია, ტელევიზორში გამოვიდა, სამსახურები შეიქმნაო, არაფერი სამსახური არ შეიქმნა, სუს-დან გააპანღურეს, სუს-ზე უფრო მაღალი თანამდებობა პრემიერ-მინისტრიც არაა, 6 წლის ვადით აირჩიეს და 6 თვეც ვერ გაძლო თანამდებობაზე, ჩემთვის ეს არის ტრაგიკული.

რატომ მოხდა ჩემი დაკავება? მან გასცა პირადად ეს ბრძანება. მოსამართლემ, რომელმაც პატიმრობაში გამიშვა, მისი თანამშრომლის მეუღლეა, მე მგონი, მაინც და მაინც ობიექტური არაა.

რატომ დამიჭირა მდინარაძემ? ვთქვი, რომ რიჟვაძეს 300 მლნ მოსთხოვეს, ხაბეიშვილი იტყუებაო. მერე რიჟვაძეს კლავდნენ. რიჟვაძეს რომ კლავდნენ, ამაზე პასუხი ვიცით? მამუკა მდინარაძე იყო თუ არა იქ, კითხვა რომ დავსვი, თვითონ თქვა, არ ვიყავიო. პროკურატურამ თქვა, რომ არ იყო? არავის არაფერი უთქვამს. სად არის ეს გამოძიება? ბიძინას ეს გამოძიება კი არ აინტერესებს, სად არის 300 მილიონი, ბიძინას რომ უთხრეს, ამოვიღებთო? სად არის ლილუაშვილს ფული რომ სთხოვეს?

ლილუაშვილმა თქვა, მე ფულს არ მოვიტან, წავალ ციხეშიო. მამუკა მდინარაძე „ამოღების“ უფროსად დანიშნეს, მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებდა ბიძინას. მამუკა მდინარაძე გააპანღურეს ერთი რამის გამო - არ არის ფული, არ არის მამუკა, მორჩა, დამთავრდა! ფული, ფული, სად არის ფული და მამუკაც გაუშვეს სახლში.

სუს-ის უფროსი იყო კაცი და კირცხალიას და ზარქუას დონეზე დააბრუნეს, მაგრამ მას ეს თავმოყვარეობა არ აქვს. 8 თვე თვალის დახამხამებაში გავიდა და მამუკასაც დარჩა გენერლობა.

სასწრაფოდ გააგდეს, დარეკა ბიძინამ, მოაშორეთ აქედანო და მოაშორეს. გაფითრებული სახეებით რომ დადგნენ ბრიფინგზე, თუ ყველაფერი კარგად არის, ნორმალურად, დალაგებულად შექმნიდნენ სამსახურს და მერე გადაიყვანდნენ ამ გენერალ კაცს. ხალხი 30 წელი მსახურობს, რომ მაიორი გახდეს, პირჯვრისწერას იწყებს, ღმერთო, მადლობა, რომ 30 წელი ვიმსახურეო და 6 თვეში კაცი გენერალი გახდა, გაპანღურებული გენერალი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა