მიხეილ სააკაშვილი - სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? ტელეეთერის შესავსებ მოლაპარაკე თავებად იქეცით, აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა
პიტ ჰეგსეთი - ირანს აქვს შანსი, დადოს კარგი და გონივრული გარიგება
მედია მომავლის გარეშე თუ მომავალი მედიის გარეშე: ქართველი ექსპერტები მედიაკრიზისზე
ლევან ხაბეიშვილი - მამუკა მდინარაძე „ამოღების“ უფროსად დანიშნეს, მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებდათ, არ არის ფული, არ არის მამუკა
პენიტენციური დაწესებულება - ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა
25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი თამაზ გოლოევია - რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა

24.04.2026 ნახვები: 220

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ირაკლი კობახიძეს ცილისწამებას კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. 

სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა არც ირაკლი კობახიძე, არც მისი წარმომადგენელი.

ნეტგაზეთის ცნობით, "განხილვისას ითქვა, მათ არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, იმის მიუხედავად, რომ სარჩელი დაახლოებით 4 თვის წინ, 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაიბარეს". 

"შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ აქ ამ მხარეს. როგორც ვიცი არც შესაგებებელი შემოსულა მოპასუხის მხრიდან. არ ვიცი ამას სასამართლო როგორ აღიქვამს, ეს არის მოპასუხის მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირება, თუ სასამართლოს უპატივცემულობა? არ ვიცი, არა მგონია სასამართლოს ლეგიტიმაციას არ აღიარებდეს. ჩემთვის საინტერესო იქნება სასამართლოს მსჯელობა ამაზეც" - ნეტგაზეთის ცნობით, განაცხადა პროცესზე მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი სადავოდ ხდიდა ირაკლი კობახიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედისა და რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, 2025 წლის 16 აპრილს ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი "კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა".

ეს მსგავსი შინაარსის მეორე საქმეა, რომლის განხილვაც სასამართლომ შეწყვიტა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა