ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს
სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული საბა ჯიქიასთვის 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
მიხეილ სააკაშვილი - სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? ტელეეთერის შესავსებ მოლაპარაკე თავებად იქეცით, აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა
პიტ ჰეგსეთი - ირანს აქვს შანსი, დადოს კარგი და გონივრული გარიგება
მედია მომავლის გარეშე თუ მომავალი მედიის გარეშე: ქართველი ექსპერტები მედიაკრიზისზე
ლევან ხაბეიშვილი - მამუკა მდინარაძე „ამოღების“ უფროსად დანიშნეს, მართლა უსაფრთხოება კი არ აინტერესებდათ, არ არის ფული, არ არის მამუკა
პენიტენციური დაწესებულება - ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი განესაზღვრა
25-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

მიხეილ სააკაშვილი - სააკაშვილმა ჩაგკეტათ და აღარ გიშვებთ ხალხთან? ტელეეთერის შესავსებ მოლაპარაკე თავებად იქეცით, აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა

24.04.2026 ნახვები: 211

ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: “სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო...” მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? -ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას.

სააკაშვილი მათ მოუწოდებს, გადატვირთონ რიტორიკა, რადგან მისი შეფასებით, „ძალიან აცდენილი არიან რეალობას“.

„ქოცები“ სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო - დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: “სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო...” მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილმა, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან, თუ როგორია თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც არ აქვს საშუალებები ტელევიზიით გამოსვლით, ციხიდან ჩაგიკეტათ თქვენ ეს ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა და ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა როგორც 2012-ში“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა