დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
პარლამენტმა გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
შვედეთი და დანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ერთობლივად შეიძენენ
მარკ რუტე უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას - თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა
Financial Times - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში
საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება
უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს

დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

03.02.2026 ნახვები: 171

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. “უზენაესმა სასამართლომ” საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, გიორგი ბარამიძე დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო “შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობისთვის” და 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე ცნობით, ბარამიძე 2022 წლის თებერვალში ჩავიდა უკრაინაში, “ქართულ ლეგიონში” გაწევრიანდა და 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობას იღებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა