Financial Times - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში
საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება
უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვჯერა, რომ ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია - ომი უნდა დასრულდეს
დონალდ ტრამპი იმ ადამიანებს უჩივლებს, რომლებიც მას ეპშტეინთან კავშირსა და მეგობრულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპი - ჩვენ ახლა ირანთან ვსაუბრობთ, მსურს, შეთანხმებას მივაღწიოთ
გოჩა მირცხულავა: ვერც ივანიშვილი, ვერც კობახიძე და ვერც პაპუაშვილი დემოკრატიას ვერ გააუპატიურებენ!

საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

03.02.2026 ნახვები: 212

საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება.

საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა, განათლების კომიტეტზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ დააყენა, რაზეც მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ შეზღუდვა, კერძო სკოლებზეც გავრცელდება.

„დიახ, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების სეგმენტშიც უნდა იყოს. საკომუნიკაციო საშუალებებზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არაა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე. აქ შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და ა.შ.“ - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ განათლების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენებისა ზოგად პირობებს და წესს დაამტკიცებს.

ამავე პროექტის მიღების შედეგად, საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს - 12 წელი. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულო იქნება. პროექტის მიხედვით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება.

გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა