დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
პარლამენტმა გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
შვედეთი და დანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ერთობლივად შეიძენენ
მარკ რუტე უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას - თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა
Financial Times - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში
საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება
უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს

შვედეთი და დანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ერთობლივად შეიძენენ

03.02.2026 ნახვები: 201

შვედეთი და დანია ერთობლივად შეისყიდიან და მიაწვდიან უკრაინას 2.6 მილიარდი შვედური კრონის (290 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რათა ქვეყანას რუსეთუს თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ, - ამის შესახებ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განაცხადეს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ინფორმაციით, შვედეთი BAE Systems Bofors-ის (BAES.L) მიერ შემუშავებული Tridon-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას 2.1 მილიარდი კრონით დააფინანსებს, დანია კი დაახლოებით 500 მილიონი კრონის ოდენობის წვლილს შეიტანს.

„ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია საჰაერო თავდაცვის ბატალიონის შექმნა, თუ ამას მოისურვებს. შესყიდვა არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას ბრძოლის ველზე მეტი საბრძოლო მასალის უზრუნველყოფით, არამედ აძლიერებს ჩვენს საწარმოო შესაძლებლობებს შვედეთში“, - განაცხადა პალ ჯონსონმა შვედეთის ქალაქ გეტებორგში დანიელ კოლეგასთან, ტროელს ლუნდ პოულსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა