დონეცკის ე.წ. სასამართლომ გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
პარლამენტმა გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
შვედეთი და დანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ერთობლივად შეიძენენ
მარკ რუტე უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას - თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა
Financial Times - რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს რეაგირებას 24 საათის განმავლობაში
საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება
უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს

მარკ რუტე უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას - თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

03.02.2026 ნახვები: 210

რუსეთის ბოლო თავდასხმა ადასტურებს, რომ ის მშვიდობის მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“.

„თუმცა, რუსეთი თავდასხმას აგრძელებს, როგორც ეს გასულ ღამეს გააკეთა. ეს მშვიდობის მიმართ მათ არასერიოზულ განწყობას ადასტურებს“, - განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

„არც უკრაინის მეგობრებს და არც თავად უკრაინელებს მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმი ან კიდევ ერთი მინსკის შეთანხმება არ სურთ. ნატო წლების განმავლობაში უკრაინის გვერდით იდგება. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა და ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა