ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე - ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები
ირაკლი კობახიძე - თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის „პოდკასტს“, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ „პოდკასტისთვის“
ანიტა ჰიპერი - გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
სალომე ზურაბიშვილი - ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის
კაია კალასი - ევროკავშირმა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს
ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება

ირაკლი კობახიძე „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე - ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები

30.01.2026 ნახვები: 171

მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ეუთო-ს 24 ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ „არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან“.

„მთელი ამ წლების განმავლობაში წარიმართება უსამართლო კამპანია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს ამის გაგრძელებაა. აქაც ხედავთ, რომ ჩვენი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან ასეთი ინიციატივის წარმდგენები. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ამ ქვეყნებთანაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. იგივე ხაზის გაგრძელებაა, ამიტომ, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძემ გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატია და თქვა, რომ დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ერთი წლის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩისათვის გაგზავნილ წერილზე, რომელსაც ევროკავშირი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისგან არ ელოდება ჯანსაღ პოზიციას.

„ოპტიმისტურად ვერ ვიქნები განწყობილი იმდენი ხანი გაგრძელდა ძალადობის მხარდაჭერა, ძალადობის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რომ აქაც არ ველოდებით ჯანსაღ პოზიციას, თუმცა იმედია იქნება გარდამტეხი ცვლილებები ევროპულ ბიუროკრატიაში. დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა