ევროკავშირმა ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებს.
“არ შეიძლება რეპრესიები უპასუხოდ დარჩეს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მტკიცე ნაბიჯი გადადგეს ირანის “რევოლუციის გუშაგების” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით.
ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით თავის მოქალაქეს კლავს, თავისი დაღუპვისკენ მიდის”,-წერს კალასი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.
“მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას ირანის მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე.
ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.
“ტერორისტი” ზუსტად ის არის, თუ როგორ უნდა დაუძახო რეჟიმს, რომელიც სისხლში ახშობს თავისი ხალხის პროტესტს.
ევროპა გვერდში უდგას ირანელ ხალხს თავისუფლებისთვის მათ მამაც ბრძოლაში”, - წერს ფონ დერ ლაიენი.