ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს
ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება
სუს-ი - სხვადასხვა რეგიონში მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი
ლევან გორდეზიანი - მიზანი არის ერთადერთი: კონტროლი - ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც ეს დაწესებულებები, სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს
ლევან ხაბეიშვილი - რუსი ოლიგარქი ხალხს უგებს, ბრძოლა წაგებულია, ომი არა!
CNN - დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება
მარტა კოსი „ქართულ ოცნებაზე“ - მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს
კაია კალასი „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე - ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

29.01.2026 ნახვები: 171

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს, რომლებიც მიმართულია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციების ჩახშობაში  და ქვეყნის მიერ რუსეთის მხარდაჭერაში. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ემხრობა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანას.

„ეს არის წარმატება ირანელი ხალხისთვის, კაცობრიობისთვის და ევროკავშირისთვის, როგორც ღირებულებების საზოგადოებისთვის, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალურია და ჩვენ ყველგან ვიცავთ მათ“, – განაცხადა ვადეპულმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა