ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ კოჭის ტრავმა მიიღო. ის მოედნიდან ექიმების დახმარებით გავიდა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმა ისეთი სერიოზლი არ არის, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ და ხვიჩა მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.
„ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს. არანაირი მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი“, – წერს Geo Team-ი.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა „ნიუკასლთან“ მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.