მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა - მე ვერ შემაჩერებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს შეუძლია, რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს
გერმანიის კანცლერი - ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია
Emergency power outages introduced in Kyiv and Bucha district
Ukrainian ambassador tells UN Security Council Russia's collapse is inevitable
Ukrainian forces destroy Russian radar, two air defense systems in Zaporizhzhia, Donetsk sectors
Forty countries become Ukraine's partners in digital security
Arctic Sentry: Europe seeks to strengthen NATO mission amid Trump's statements on Greenland – media

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს შეუძლია, რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს

13.01.2026 ნახვები: 172

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 300 დრონი და 25 რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე კვლავ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

„სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყოველგვარი სამხედრო მიზნის გარეშე, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე საფოსტო ტერმინალს დაარტყა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. კიევის ოლქში ვითარება რთულია, რადგან რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ უნდა შეჩერდეს და თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად აუცილებელია.

„მსოფლიოს შეუძლია, რომ რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს. ველით, რომ ამერიკასთან და ევროპასთან უკვე შეთანხმებული დახმარების პაკეტების მოწოდება დაჩქარდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა