Emergency power outages introduced in Kyiv and Bucha district
Ukrainian ambassador tells UN Security Council Russia's collapse is inevitable
Ukrainian forces destroy Russian radar, two air defense systems in Zaporizhzhia, Donetsk sectors
Forty countries become Ukraine's partners in digital security
Arctic Sentry: Europe seeks to strengthen NATO mission amid Trump's statements on Greenland – media
Russia plans to ratify agreement with Belarus on refusing to extradite citizens to international courts
Ukraine’s inflation rate reached 8% in 2025
Pope urges to stop attacks on Ukrainian energy infrastructure

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 648 ადამიანი დაიღუპა

13.01.2026 ნახვები: 183

ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის (IHRNGO) მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 648 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული.

ამასთან, 96 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები, მე-16 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად, თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა უკმაყოფილება გამოეხატათ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. ირანმა საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა