ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი და აშშ-ის რეგიონული სამხედრო ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან.
„თუ შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმას დაიწყებს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე აშშ-ის სამხედრო და საზღვაო ცენტრები ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან“, - განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა.
ცნობისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია.