ჯორჯია მელონი - ვფიქრობ, მაკრონი მართალია, დროა, ევროკავშირიც ესაუბროს რუსეთს
დონალდ ტრამპი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
10 იანვრიდან 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
დონალდ ტრამპი - ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნიდან წასასვლელ ადგილს ეძებს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region
Ukrainian paratroopers repel massive Russian assault in Sumy region

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს

09.01.2026 ნახვები: 146

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ უკრაინაზე დარტყმისთვის რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ექსპერიმენტული რაკეტა „ორეშნიკი“ უკრაინის მიერ ნოვგოროდში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე 9 იანვარს მიტანილ იერიშზე საპასუხოდ გამოიყენეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაზე იერიში განხორციელდა საზღვაო და სახმელეთო ბაზების მაღალი სიზუსტის მქონე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით, მათ შორის სარაკეტო კომპლექს „ორეშნიკით“, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ამ იერიშის სამიზნე გახდა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ობიექტები.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინამ მის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ამბობენ, რომ, მათი ინფორმაციით, კიევს არც პირადად პუტინზე და არც მის რეზიდენციაზე თავდასხმა არ განუხორციელებია. შემდეგ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი მიიწვია და პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის გაშიფრული მონაცემები გადასცა. მონაცემების შესწავლის შესახებ აშშ-ის მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა